geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს ,,ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია სს ,,რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია'' აცხადებს ვაკანსიას უფროსი შიდა აუდიტორის თანამდებობაზე.



ფუნქცია-მოვალეობები:

  • შიდა აუდიტის ერთიანი პოლიტიკისა და სისტემის შესაბამისად სამოქმედო გეგმების შემუშავება და აღსრულების უზრუნველყოფა;
  • რისკებზე დაფუძნებული აუდიტის გეგმების შემუშავება, შეთანხმება და მათი აღსრულების უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში რისკების გამოვლენა-ანალიზი და შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობის შეფასება;
  • მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, შიდა დებულებების, პოლიტიკებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება;
  • შიდა ორგანიზაციული პროცესების ანალიზი, ეფექტიანობის შეფასება, გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების გაცემა და შემდგომი აღსრულების მონიტორინგი;
  • ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება დაინტერესებულ მხარეებთან წარსადგენად;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.


აუცილებელი მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით;
  • არანაკლებ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება აუდიტის მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა, სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office სტანდარტული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა;
  • ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

 

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა და გამოცდილება:

  • შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • „დიდი ოთხეულის“ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.


პროფესიული და პიროვნული უნარები:

  • სტრატეგიული ხედვისა და სისტემური აზროვნების უნარი;
  • მაღალ დონეზე განვითარებული ანალიტიკური უნარები;
  • ეფექტური აღსრულების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დაგეგმვა/ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.



გისურვებთ წარმატებას!

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული